10:54 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუდის მოყვარული იურგენ კლოპი

მოცალეობასა შინა მყოფი, ამჟამად ბრიტანეთში წარმატებულად მოღვაწე გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი როგორც ჩანს საბოლოოდ მაინც მოვიდა გულახდილობის ხასიათზე და ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ დიდი “პურიმჭამელი“ ვინმეა და ლუდის სიყვარულის გამო ცხოვრებაში ბევრ რამეზე თქვა უარი.

ჰერ კლოპი აღიარებს, რომ დორტმუნდის “ბორუსიაში“ მწვრთნელობის დროს მიღწეული წარმატებებების დიდი ნაწილის დასკვნითი ეტაპები უბრალოდ აღარ ახსოვს, რადგან უკლებლივ ყველა მოპოვებული ტიტული აურაცხელი რაოდენობის ლუდის სმით აღნიშნა და ახლა რომ ჰკითხოთ, ვერც კი აღიდგენს იმ დიდებული ამბების პერიპეტიებს.

იურგენ კლოპი სხვებს მოუწოდებს, რომ არ მიბაძონ და საამაყო არაფერია მის ლოთბაზრულ საქციელში. თუმცა, იქვე იმასაც დასძენს, რომ ლუდის ბოლომდე და მუცლისგაბერვამდე სმის სიყვარული დღემდე არ განელებია და მისი ახლანდელი ნავთსაყუდელი - დიდი ბრიტანეთი მსმელი ხალხისთვის ჭეშმარიტი სამოთხეა.

0.143031