ფეხბურთი

0:44 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი: "კანის ფერი თეთრი რომ მქონოდა, "რეალში" წარმატებას მივაღწევდი"

ვეტერანმა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ფრედი რინკონმა განაცხადა, რომ „რეალში“ თამაშის დროს რასიზმის ბევრის შემთხვევა იყო. სამხრეთ ამერიკელს ამის გამო არაერთხელ უნატრია, რომ კანის ფერით თეთრი ყოფილიყო.

„რასიზმით ყოველდღე არ ვიტანჯებოდი, მაგრამ მადრიდის „რეალში“ კი. მინდოდა თეთრი ვყოფილიყავი, რადგან ასე წარმატებას მივაღწევდი.

ძალიან რთული იყო მადრიდში ყოფნა. იქ იყო ვალდანო, რომელიც დიდ ზეწოლას ახდენდა, მაგრამ მისი მადლიერი ვარ, რადგან მან როგორც ადამიანს განვითარებაში ხელი შემიწყო. გასახდელში უამრავი ეგო და ბევრი სიამაყე იყო, ის, რაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდში შეიძლება მოხდეს. ყველაფრის მიუხედავად ასეთი ტიპის ფეხბურთელებთან თამაში ძალიან პოზიტიური გამოცდილება იყო, იქ დღემდე ბევრი კარგი მეგობარი მყავს“, - განაცხადა რინკონმა.

შეგახსენებთ, კოლუმბიელი თავდამსხმელი „რეალის“ შემადგენლობაში 1995-1997 წლებში თამაშობდა და მხოლოდ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.116862