ფეხბურთი

21:32 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა: "სეზონის განახლება შესაძლებელია"

უეფას სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარის, ტიმ მეიერის განცხადებით, შეწყვეტილი სეზონის განახლება შესაძლებელია.

„ყველა საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აპირებს შეჯიბრების განახლებას, შეიმუშავებს სრულ პროტოკოლს, რომელიც ჯანმრთელობის და ოპერაციული პირობების უზრუნველსაყოფად იქნება, რომ დაცული იყოს მატჩებში მონაწილე პირთა ჯანმრთელობა და მთლიანად საზოგადოება. ამ პირობებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის სრული დაცვით ცხადია შესაძლებელია 2019-2020 წლების სეზონის განახლება“, - თქვა მეიერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბელგიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128135