ფეხბურთი

11:57 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტარდელი "ეიზელის" ტრაგედიაზე: "ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ის ტიტული არ არსებობს"

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ვეტერანი ფეხბურთელი მარკო ტარდელი ინსტაგრამში კრისტიან ვიერის გაესაუბრა. ერთ-ერთ მომენტში ვიერიმ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონს „ბებერ ქალბატონში“ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შესახებ ჰკითხა.

თუმცა, ტარდელი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. საქმე ისაა, რომ 1985 წელს, ბრიუსელში, „იუვენტუსისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დაწყებამდე ტრიბუნა ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა და უეფამ თამაში მაინც არ გადადო და ტურინელებმა მიშელ პლატინის გოლით მოიგეს.

„არმგონია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ეს არის რეზიუმე, რომელიც არ მომწონს. თასი ჩემს ტიტულებშია, მაგრამ ჩემთვის არ არსებობს“, - აღნიშნა ტარდელიმ.

შეგახსენებთ, „ეიზელის“ ტრაგედიას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 32 იტალიელი იყო, ხოლო 600-ზე მეტი დაშავდა.

0.115997