ფეხბურთი

23:24 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უეფამ ევრო 2020-ის სახელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ევრო 2020 გადადების მიუხედავად სახელწოდებას არ შეიცვლის. უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, სახელის შეცვლა ბევრ პრობლემას გამოიწვევდა, მათ შორის უეფას 60 წლისთავის აღნიშვნის კონტექსტს დაარღვევდა.

„საფუძვლიანი შიდა განხილვისა და პარტნიორებთან დისკუსიის შემდეგ აღმასრულებელმა კომიტეტმა მიღო გადაწყვეტილება, რომ ტურნირს კვლავ ევრო 2020 ეწოდება“, - წერია უეფას ვებგვერდზე.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება, ისტორიას შემორჩება, როგორც ევრო 2020.

თეგებიევრო 2020უეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11417