ვეტერანი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი იხსენებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ საკუთარი სურვილით არ წასულა და ლუის ვან გაალმა აიძულა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2015 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს:
„ვან გაალთან ვისაუბრე, რომელმაც მითხრა: „კარგი, რობინ, ჩვენი გზები გაიყო, შენ უნდა წახვიდე“. ვუპასუხე, რომ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებდა, მე ამას ველოდი, მაგრამ არა იმ ტონით, როგორც მან მითხრა.
ცხოვრებაში ბევრი რამ გავიარე. 1 წელი ინგლისში ვიყავი და ჩემი ოჯახი ბედნიერი იყო. ჩემს შვილებს სკოლაში მეგობრები ჰყავდა და მაშინ ვან გაალს ვუპასუხე: „ვნახოთ რა მოხდება, ეს შენი აზრია. აქ ბედნიერი ვარ და კონტრაქტი მაქვს“. შემდეგ ხელი ჩამოვართვი და წავედი. საბოლოოდ, პრესეზონის დროს თამაშის შესაძლებლობა ვარჯიშებზეც კი არ მომცეს და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი“, - თქვა ვან პერსიმ.
შეგახსენებთ, რობინ ვან პერსი „მანჩესტერში“ 2012-2015 წლებში თამაშობდა და 105 მატჩში 58 გოლი გაიტანა. 2015 წლის ზაფხულში კი 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ფენერბახჩეში“ გადავიდა.