სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:06 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ის, რაც არაბებთან გვაერთიანებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სანამ კორონა ვირუსი მძვინარებს და მთელს მსოფლიოში სპორტი პარალიზებულია, მოდით ახლა ერთ სახალისო ძველ ამბავს გავიხსენებ და ამრიგად კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ იმ საოცრებით, რასაც ფეხბურთი და ფეხბურთით მოგვრილი სიამოვნება ჰქვია. ამ ათიოდ წლის წინ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თბილისში თუ ამდენი არაბი იქნებოდა. ისეთი არაბი კი არა, ამერიკის ატომური სააგენტოს უფროსი რომ არის, ევროპელისაგან რომ ვერ განასხვავებთ. არა, ნამდვილი, დაშხოშიანი არაბები, თავიანთი ჩალმებით, თეთრი ტანსაცმლით, სურნელოვანი წვერითა და ნამდვილი არაბული რამე-რუმეებით.

ისხდნენ ეს თეთრით მოსილი ხალხი ერთ-ერთ თბილისურ თურქულ საჩაიეში და დაძაბულად შესცქეროდნენ მონიტორს. კონფედერაციის თასზე ეგვიპტე-ბრაზილიის თამაში იყო და აბა რომელი ჭეშმარიტი არაბი გაუშვებდა ამ თამაშის ხილვის შანსს? არაბები სულ 15-20-მდე იქნებოდნენ და მათში ერთი მაინც აუცილებლად იქნებოდა ისეთი, რომელიმე სასტუმროსი თუ არა, მთელი კაფის დაქირავება მაინც რომ შეეძლო, თამაშის მეგობრებთან ერთად წყნარ გარემოში საცქერლად, მაგრამ ესენი სხვა ყაიდის ხალხი იყვნენ. აინუნშიც არ აგდებდნენ მათზე მიჩერებული ქართველების მზერას და ეგვიპტელთა მიერ ყოველი გატანილი გოლის შემდეგ, ისეთ ჟრიამულს სტეხდნენ, მაგათ ნახვას არაფერი სჯობდა. მერე რა რომ არავის არ ესმოდა მათი? განა გულშემატკივრობას რომელიმე ენის არცოდნა უშლის ხელს?

თუმცა არავინ არ თქვას, რომ გულშემატკივრები ერთმანეთს გვანან. მაშინ როდესაც, ინგლისელი ქომაგები მთელი ხმით საგულშემატკივრო სიმღერას მღერიან, იტალიელები ფერად-ფერად პეტარდებს ისვრიან, ესპანელები და ზოგადად ლათინოსები ქანცგაწყვეტამდე როკავენ და ცეკვევენ, ქართველები კი უსტვენენ და მზესუმზირის ჩენჩოებს იფურთხებიან, ამ დროს არაბები ზე-აღმართული, ბეჭდებით დამშვენებული ხელებით, მოჭუტული თვალებითა და რაღაცნაირი, იმედიანი მზერით შესცქეროდნენ მონიტორს და ბრაზილიელთა ყოველი შეტევის დროს ზოგიერთი შიშით თვალებსაც ხუჭავდა, ვინძლო ეგვიპტელთა კარში მორიგი გოლის მხილველი არ გავხედეო.

მაგიდაზე დაწყობილი ჩაის უზარმაზარი ჭიქები და ტკბილეულობის თეფშები ერთმანეთს ცვლიდა. ხან ერთ არაბ ბიძას ურეკავდა მობილური და ხან მეორეს, მაგრამ საქმეში ხარ? მობილურის ამოსაღებად შეთქმულებივით ერთსაც კი არ გაუვლია ხელი თეთრი მანტის უზარმაზარი ჯიბისაკენ. მათი არამხოლოდ ფიქრი, ვინ იცის, შეიძლება სულიც კი იმ დროს სამხრეთ აფრიკაში იყო, სადაც მართლაც რომ უპრეცენდენტო რამ ხდებოდა. ულეგენდარულესი ბრაზილიის ნაკრები ეგვიპტეს ვერ უგებდა და მოდი და აბა ირწმუნე, რომ ამაში ყოვლისშემძლე ალაჰის ხელი არ ურევია...

აბა როგორ უნდა მოვიტყუო, რომ ხალიფატური, მაღრიბული, თუ ემირატული რომელიმე არაბული ქვეყნისათვის ოდესმე ფეხბურთში მიგულშემატკივრია. ან თქვენ კი, “გაგირისკავთ” მსგავსი რამ? მაგრამ, როდესაც შუაგულ თბილისში საქომაგოდ დავანებულ არაბებს ნახავ კაცი და მათ განცდებსაც გაიგებ, ადგები და შენც ცოტა ხნით გაარაბდები. მათსავით დაიწყებ უშაქრო, თითქმის მწარე ჩაის სმას და მუჰამედსა და ფატიმას შესთხოვ, ეგვიპტელებმა მოძალებულ “სელესაოს” ბოლო წუთებშიც გაუძლონ. რაღა დაგიმალოთ და, ჩემი ყველაზე მეტი ინტერესი ის იყო, ბრაზილიასთან არწაგების შემთხვევაში, რას მოიმოქმედებდნენ ეს უცნაური ადამიანები. მუდამჟამს დაღვრემილი ხალხითა და პოლიტიკური მარაზმებით აღსავსე თბილისში კაცი განა ყოველდღე ნახავს მოზეიმე არაბს...

მაგრამ იმ საღამოს არც მე მეწერა სურვილის ასრულება და არც არაბ ბიძებს ზეიმი. ეს საქართველოა, ისინი არაბები იყვნენ, მინდორზე კი ბრაზილელები დარბოდნენ. მერე რა, რომ ბრაზილიელებმა ბოლო წამებზე დადებული პენალტით მოიგეს? ობიექტურად ამბიციური ბრაზილიელი გულშემატკივრები საკუთარ გუნდს ასეთ გამარჯვებას გამარჯვებად არც კი უთვლიან ხოლმე. მაგრამ იმ საღამოს ბრაზილიას უნდა მოეგო და მოიგო კიდეც.

თბილისური საჩაიე, არაბი გულშემატკივრები, ბრაზილიიის ნაკრები... როგორც ჩანს, ამდენი პარადოქსი თვით ალაჰმაც კი არ მოიწონა და მედგარ ეგვიპტელ ფეხბურთელებს მათთვის ესოდენ ნანატრი 1 ქულა მაინც არ აღირსა.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისის საამირო გააუქმა, ჩვენს მრავლისმანახველ ქალაქში ერთად ამდენი არაბი მგონი არავის უნახავს. მაშინ ან დავით აღმაშენებელს და ან თბილისის ამირას აბა საიდან ეცოდინებოდა, რომ ჩვენ ფეხბურთი გვაერთიანებს?!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11451
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X