სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:34 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებით ძლეული "ბაიერნი" და კოტე მახარაძის უზუსტესი პროგნოზი (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

2000 წლის 22 მარტს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიმართა. დიახ, იმხანად ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს სხვა ფორმატი ჰქონდა, ჯგუფური ეტაპი ორჯერ იყო და პლეი-ოფები მეოთხედფინალებიდან იწყებოდა.

C ჯგუფში წინა წლის ფინალისტ „ბაიერნს“, მომავალ ჩემპიონ „რეალს“, ტრონჰეიმის „როსენბორგსა“ და კიევის „დინამოს“ მოეყარათ თავი. კიევური გუნდი მეექვსე ტურში მიუნხენის „ბაიერნს“ დაუხვდა, რომელსაც უკვე გარანტირებული ჰქონდა ჯგუფში პირველი ადგილი და უკრაინის დედაქალაქს გადახალისებული შემადგენლობით ეწვია. მაგრამ ეს არ აკნინებს იმას, რაც იმ დღეს მოხდა.

„დინამომ“ 2:0 მოიგო და ორივე გოლი ქართველებმა გაიტანეს. 34-ე წუთზე კახა კალაძემ ახლო მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის აღება და ანგარიში გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ აკრობატულ სტილში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ისაა, რომ კარს არა ლეგენდარული ოლივერ კანი, არამედ მისი დუბლიორი შტეფან ვესელსი იცავდა.

„გოლი ცუდი არ იყო, მაგრამ ჩემმა მეგობარმა დემეტრაძემ ნამდვილად შესანიშნავი გოლი გაიტანა. თან ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი ხანი არ უმართლებდა და შავი სერია უკან დატოვა“, - თქვა მატჩის შემდეგ კალაძემ.

სხვათა შორის, ამ მატჩის შედეგი და გოლების ავტორები ზუსტად გამოიცნო ლეგენდარულმა ქართველმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ. კიევის „დინამოს“ ვებგვერდი ამ ისტორიის შესახებ წერდა და მახარაძის სიტყვებს ციტირებდა:

„როდესაც პრეს ლოჟაში შევედი, ორი გოგონა მომიახლოვდა, რომ შედეგი მეწინასწარმეტყველა. კი, მაგრამ როგორ შეიძლება გამოვიცნო? თუმცა, ინსტიქტურად ვუპასუხე: კიევის „დინამო“ 2:0-ს მოიგებს. ვინ გაიტანს გოლებს? ლამაზ, მაგრამ შემაშფოთებელ გოგოებს თავიდან მოსაშორებლად ვუპასუხე: პირველს კალაძე, მეორეს - დემეტრაძე. ასეც მოხდა“, - თქვა 2000 წელს გამართული მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა კოტე მახარაძემ.

„დინამომ“ გამარჯვება დაიმსახურა, პირველ ტაიმში თამაშს აკონტროლებდა, ხოლო დემეტრაძის ულამაზესმა გოლმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. ვწუხვარ, რომ ამ გამარჯვების მიუხედავად „დინამო“ ჯგუფიდან ვერ გავიდა“, - ამბობდა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ოტმარ ჰიტცფელდი.

კიევის "დინამომ" 10 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მადრიდის "რეალს" მხოლოდ იმიტომ ჩამორჩა, რომ პირად შეხვედრებში ჰქონდა უარესი ბალანსი (1:2, 2:2), თორემ "სამეფო კლუბმაც" 10 ქულით დაასრულა ჯგუფური ეტაპი.

მას მერე 20 წელი და 1 თვე გავიდა. ახლა რომ დავფიქრდეთ, როგორი ამბავია, ერთ მატჩში ორი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კარში... უპრესტიჟულესი ტურნირის ძირითად ბადეში (ჯგუფურ ეტაპიდან) ქართველებს გოლები სხვა დროსაც გაუტანიათ, ყოფილა ჰეთ-თრიქიც, დუბლიც, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ორმა ჩვენებურმა ერთ შეხვედრაში გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116177
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X