ფეხბურთი

0:02 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩი სასამართლოს წინაშე წარსდგება

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამის მიზეზი სამი კვირის წინ დარღვეული კარანტინია.

Pink TV-ის ინფორმაციით, იოვიჩი და იტალიური „ასკოლის“ ფეხბურთელი ნიკოლა ნინკოვიჩი პასუხისგებაში მიეცემიან.

ორივე ფეხბურთელმა კარანტინი სხვადასხვა მოტივით დაარღვიეს. მაგალითად, იოვიჩი საცოლის დაბადების დღეზე ჩავიდა სამშობლოში და თვითიზოლაციის წესები არ გაითვალისწინა.

0.915883