ფეხბურთი

21:29 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა ივლის-აგვისტოში

ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ივლის-აგვისტოში გაიმართება. Telegraph-ის ინფორმაციით, უეფამ თარიღებიც გაანაწილა, როდის უნდა გაიმართოს ევროთასების სეზონის დარჩენილი ნაწილი.

მეოთხედფინალების გამართვა 28-29 ივლისს იგეგმება, ხოლო ფინალი სავარაუდოდ 29 აგვისტოს შედგება. ისიც აღსანიშნავია, რომ იქამდე, მერვედფინალური ეტაპია დასასრულებელი, რადგან ოთხი მეოთხედფინალისტი ჯერ გამოვლენილი არაა.

აქვე გეტყვით, რომ უეფა 23 აპრილს ვიდეო კონფერენციას ევროპული კლუბების ასოციაციასთან გამართავს და დიდი ალბათობით, ბევრ რამეს ეს შეხვედრა გაარკვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11872