სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:36 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გენიალური მარჩელო ლიპის ეპოქალური "იუვენტუსი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„იუვენტუსის“ ოქროს ხანა ჯოვანი ტრაპატონის ერაში იდგა, 70-იანი წლების შუა ნაწილიდან 1986 წლამდე. ტურინულმა გრანდმა იმხანად ყველაფერი მოიგო, რიის მოგებაც შეიძლებოდა, არამარტო საშინაო, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

მათ შორის იყო ჩემპიონთა თასი, უეფას თასი, თასების თასი, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი. სწორედ მაშინ „იუვე“ გახდა პირველი გუნდი, რომელიც ყველა საერთაშორისო ტიტულს დაეუფლა. თუმცა, აღმართს დაღმართი მოჰყვა. ტრაპატონიმ ტურინში გატარებული 10 წლის შემდგე ბარგი ჩაალაგა და „იუვენტუსი“ დატოვა. ამას კი დაემთხვა შავ-თეთრების პოზიციის რყევა და კლუბს უჩვეულო უტიტულო პერიოდი დაუდგა. სკუდეტო 1986-1994 წლებში ერთხელაც ვერ მოიგო, არადა, იმხანად „ბებერი ქალბატონის“ რიგებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო ამაგრებდა. ამავე პერიოდში პიემონტელთა მთავარი წარმატება ორჯერ მოგებული უეფას თასი იყო, 1990 და 1993 წლებში. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ უეფას თასი მაშინ ფასეული ტურნირი იყო, დღეს რომ ვიცნობთ არაპრესტიჟულ და მეორეხარისხოვან ტურნირად, ასე ნამდვილად არ ყოფილა.

ზემოხსენებულ პერიოდში „იუვენტუსს“ ვერც ლეგენდა დინო ძოფმა და ვერც უკან დაბრუნებულმა ჯოვანი ტრაპატონიმ უშველა (სწორედ მათ მოიგეს თითო უეფას თასი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ). შედეგად, ანიელების ოჯახს რადიკალური ნაბიჯი უნდა გადაედგა და გადადგეს კიდეც. 1994 წლის ზაფხულში ტრაპატონის კარისკენ მიუთითეს და მისი ადგილი მარჩელო ლიპის ჩააბარეს. უცნობ სპეციალისტს, რომელიც ტურინში „ნაპოლიდან“ ჩავიდა. ეს იყო მომავალზე გაკეთებული ფსონი და არც შემცდარან.

მარჩელო ლიპიმ ტურინელთა ისტორიაში ახალი ეპოქა შექმნა და ბევრისთვის უფრო დიდიც, ვიდრე ჯოვანი ტრაპატონიმ, რომელიც „ბიანკონერის“ 1976-1986 და 1991-1994 წლებში ავარჯიშებდა.

ლიპიმ პირველივე სეზონში დუბლი შეასრულა, მოიგო იტალიის თასი და რაც მთავარია სკუდეტო 9-წლიანი პაუზის მერე (ეს „იუვენტუსისთვის“ მართლაც დიდი პაუზაა). მას შემდეგ, რაც ტურინელებმა ისტორიაში 23-ე სკუდეტო მოიგეს, სეზონის ტრიპლეტით დასრულების ჩინებული შანსიც ჰქონდათ, რადგა წინ უეფას თასის ფინალი ელოდათ „პარმასთან“. იმხანად ამ ტურნირის ფინალები ორრაუნდიანი იყო და „იუვენტუსი“ მოულოდნელად დამარცხდა (0:1, 1:1). შედეგად, ლიპის პირველი სეზონი „მხოლოდ“ სკუდეტოთი და იტალიის თასით შემოიფარგლა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ახალი ეპოქა იწყებოდა.

მომდევნო სეზონში ტურინელები საშინაო ასპარეზზე ხელმოცარულნი დარჩნენ, მაგრამ სამაგიეროდ, 11-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართეს. 1996 წლის 22 მაისს, „იუვემ“ რომში მოქმედი ჩემპიონი „აიაქსი“ დაამარცხა პენალტების სერიაში (4:2). ლიპის გუნდისთვის წარმატებები მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 1997 და 1998 წლებში „ბებერმა სინიორამ“ სკუდეტო არავის დაანება, ხოლო პარალელურად ორჯერვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. უცნაურია, რომ ორივე ჯერზე სპეციალისტები ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ „იუვენტუსი“ ჯერ „დორტმუნდთან“ და მერე „რეალთან“ დამარცხდა.

მთლიანობაში, მარჩელო ლიპის „იუვენტუსში“ დანიშვნის სეზონიდან კლუბმა ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი) 1994-1999 წლებში 55 თამაში ისე ჩაატარა, რომ ტურნირს არ გამოთიშულა! თავად განსაჯეთ, „იუვე“ 1995 წელს უეფას თასის ფინალში, 1996, 1997, 1998 წლებში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაა. მართალია, ხსენებული ოთხი ფინალიდან სამში დამარცხდა, მაგრამ ტურნირს ბოლომდე შემორჩა და ჯგუფურ ეტაპზე ხომ საუბარიც ზედმეტია, პლეი-ოფის სტადიაზე ერთხელაც არ დამარცხებულა (ორი მატჩის ჯამში). ტურინელთა ჰეგემონიური სვლა 1999 წლის გაზაფხულზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაასრულა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმარჯვა. არადა, აქაც იტალიელები ახლოს იყვნენ მიჯრით მეხუთე ევროფინალთან, ჯერ „ოლდ ტრაფორდზე“ ხელსაყრელ 1:1-ს მიაღწიეს (რაიან გიგმზა 90-ე წუთზე გაათანაბრა), ხოლო მერე ტურინში პიპო ინძაგის დუბლით მე-11 წუთზე 2:0 დაწინაურა, მაგრამ შემდეგ 2:3 დამარცხდა და ფინალში სერ ალექსის დაუვიწყარი „მანიუ“ გავიდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ „მანჩესტერთან“ ამ კონკრეტულ დუელში მარჩელო ლიპი არაფერ შუაშია. იმ დროისთვის მას გუნდი დაეტოვებინა (1999 წლის თებერვალში) და ტურინელებს კარლო ანჩელოტი ავარჯიშებდათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, XX საუკუნის მიწურულს „იუვენტუსი“ ევროპაში ერთ-ერთი მთავარი დომინანტი იყო და ამის მთავარი არქიტექტორი მარჩელო ლიპი გახლდათ.

როგორც უკვე ვთქვით, ლიპიმ „იუვენტუსი“ 1994 წელს ჩაიბარა და ტრაპატონის არ იყოს, გუნდს პრაქტიკულად ყველაფერი მოაგებინა. ყოველშემთხვევაში იტალიაში და ევროპაში მთავარი ჯილდო ჩემპიონთა ლიგა (ამასთან ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი).

ინოვაციური ფილოსოფია

მარჩელო ლიპი „იუვენტუსში“ თავდაპირველად 4-3-3 სქემას იყენებდა, სადაც სამივე თავდამსხმელეი დაუღალავად მოძრაობდა მოედნის მთელ მონაკვეთზე და რაც საყურადღებოა, დაცვის დახმარებისთვის ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ. თუმცა, ტაქტიკის შეცვლა მისთვის არასდროს პრობლემა არ ყოფილა და აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებსაც ადვილად ელეოდა. მაგალითად, პირველი სეზონის შემდეგ თვით რობერტო ბაჯოზე თქვა უარი, ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ერთ თვეში კი იმ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედები, ფაბრიციო რავანელი და ჯანლუკა ვიალიც გაასხვისა. ამის მიუხედავად, "იუვენტუსი" რჩებოდა მწვერვალზე და ინარჩნებდა სტაბილურობას - სწორედ აქ ჩანდა მთავარი მწვრთნელის, დიდი მარჩელო ლიპის გამჭრიახობა.

ტაქტიკური გენიოსი

„იმ გუნდში ბევრი ჩემპიონი და ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. თუმცა, ჩემპიონები მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობენ, არამედ ისინი მისაბაძები უნდა იყვნენ ქცევაში, პროფესიონალიზმში, დამოკიდებულებასა და მიზნის ერთიანობაში“, - ამბობს ლიპი.

მარჩელომ ტურინში გატარებულ პირველ პერიოდში ყველას აჩვენა, რომ მისთვის ტაქტიკის ცვლილება პრობლემას არ წარმოადგენდა (ეს 2006 წლის მუნდიალზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა). 1996 წელს, ევროპის ჩემპიონ „იუვენტუსში“ ზინედინ ზიდანი გამოჩნდა, რომლისთვის 4-3-3 სქემა შესაფერისი ნამდვილად არ იყო. საერთოდ, იმ ზაფხულს გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. „იუვენტუსი“ დატოვა კაპიტანმა ჯანლუკა ვიალიმ და მთავარმა გოლეადორმა ფაბრიციო რავანელიმ, რომელმაც მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიტანა. მათ ნაცვლად, ლიპიმ ახალგაზრდა კრისტიან ვიერი და ხორვატი ალენ ბოკშიჩი შეიძინა, ერთი წლის შემდეგ კი ისინი უკვე ფილიპო ინძაგიმ ჩაანაცვლა. იცვლებოდა ფეხბურთელები, მაგრამ არ იცვლებოდა გუნდის სათამაშო ხარისხი და შედეგი. კლუბი იტალიასა და ევროპაში დომინირებდა.

ვარსკვლავები

ცხადია, მარჩელო ლიპი ეპოქალურ „იუვენტუსს“ ვერ შექმნიდა, რომ არა დიდი ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ქმნიდნენ ამინდს. ლიპის ტურინში რობერტო ბაჯო დახვდა და მასთან პირველი სეზონი იმუშავა კიდეც, მაგრამ რობერტოს ტურინიდან აბარგება 1995 წელს მოუწია.

სამაგიეროდ, გუნდის წარმატებაში ლიპის საწყის ორ სეზონში ფასდაუდებელი როლი ჯანლუკა ვიალიმ შეიტანა. იტალიელი „იუვემ“ 1992 წელს გენუის „სამპდორიადან“ შეიძინა და გუნდის სული და ლიდერი იყო მინდორზე. ფაბრიციო რავანელისთან და ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად ჩამოაყალიბა შემტევი ტრიო, რომელმაც „იუვენტუსს“ ამ გადმოსახედიდან ასე ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა.

„კაპიტნის რანგში თასის აღმართვა ჩემი გრძელი კარიერის ერთ-ერთი საინტერესო მომენტია. ეს იყო ჩემი „იუვენტუსში“ ჩემი გამოსვლის კულმინაცია, სანამ „ჩელსიში“ წავიდოდი“, - იხსენებს ვიალი.

ვილიას გარდა, იმ პერიოდის „იუვენტუსის“ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი ალესანდრო დელ პიერო იყო. ჯამპიერო ბონიპერტის ბოლო შენაძენი „იუვეს“ პრეზიდენტის როლში. ახალგაზრდა შემტევი ტურინში 1993 წლის ზაფხულში „პადოვადან“ გამოჩნდა და უმალვე შეძლო თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება. ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის სადებიუტო სეზონში 6 გოლი გაიტანა და ტურნირის ვიცე-ბომბარდირი გახდა (იმ სეზონში, როცა „იუვე“ ჩემპიონი გახდა). მისი მარჯვენა ფეხით დარტყმულთან გამკლავება მეკარეებს ძალიან უჭირდა. დელ პიერომ მომდევნო წლებშიც აგრძელებდა კლასის ამაღლებას, 1997 წელს ფინალში ფანტასტიკური გოლი მიითვალა, ხოლო 1998 წელს ტურნირის ბომბარდირი გახდა 10 გოლით და იმ დროისთვის ერთ სეზონში 10 გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც გახლდათ.

„დელ პიეროს „პინტურიკიო“ შევარქვი თავისი ესთეტიკისთვის, სათამაშო სტილის გამო. მისი გოლები ყოველთვის ბრწყინვალეა“, - ამბობდა აწ გარდაცვლილი „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეპატრონე ჯოვანი ანიელი.

მოედანზე „იუვენტუსის“ თამაშის დირიჟორი იმ წლებში გენიალური ზინედინ ზიდანი გახლდათ. თავდაპირველად იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება საკმაოდ გაუჭირდა და რამდენიმე თვე კრიტიკაც არ მოჰკლებია, მაგრამ შემდეგ ფანტასტიკურად ათამაშდა. ზიდანი „იუვენტუსში“ 24 წლის ასაკში „ბორდოდან“ გადავიდა და ტურინში აფეთქდა. ხუთი სეზონი „დელე ალპის“ პუბლიკას დაუჯერებელი თამაშის სტილით აღფრთოვანებდა.

„გამაგიჟებელი ფეხბურთელი იყო. ხშირად ვარჯიშებზე ვიცინოდით იმის გამო, რასაც ზიდანი მატჩების დროს აკეთებდა“, - ამბობს „ზიზუზე“ საუბრისას მარჩელო ლიპი.

რაც მთავარია, „იუვენტუსს“ ძალიან დიდ პატივს მეტოქეები სცემდნენ. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის ინსპირაციის წყარო სწორედ ლიპის დროინდელი „ბებერი ქალბატონი“ იყო.

„ჩემი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მოდელი „იუვენტუსმა“ წარმოადგინა, როდესაც 90-იან წლებში ევროპაში დომინირებდა. „დელე ალპიზე“ ჩვენი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში (1999 წელს), ჩვენს განვითარებას ცალსახად ადასტურებდა“, - თქვა ალექს ფერგიუსონმა 2013 წელს.

ბოლოსკენ ისევ ლიპის ჯადოქრობას დავუბრუნდეთ. მარჩელო ტურინში 2001 წლის ზაფხულში დაბრუნდა და ახალი გუნდი ააშენა. მას აღარ ჰყავდა ზინედინ ზიდანი და ანჯელო პერუცი, მაგრამ ჰყავდა პავენ ნედვედი და ჯანლუიჯი ბუფონი. დელ პიეროს კი დავიდ ტრეზეგე უწყვილდებოდა. ლიპის მეორე ტურინული ოდისეა 2001-2004 წლებში გაგრძელდა და კლუბმა ორჯერ მოიგო სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2003 წელს ფინალს ლიპის თავკაცობით მეოთხედ უწია, თუმცა „მილანთან“ პენალტების სერიაში ისევ წააგო. სწორედ ამ ფინალიდან ორ დღეში ლიპიმ პრესკონფერენცია გამართა და თქვა: „მინდა ახლავე დაგიდასტუროთ - თუ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, გუნდიდან წავალ“.

„ბებერმა ქალბატონმა“ 2003-2004 წლების სეზონი ჩააგდო (ეს იყო ერთადერთი სეზონი ლიპის ხანში, როცა კლუბი უტიტულოდ დარჩა) და მარჩელომ სიტყვა არ გადათქვა, პოსტი დატოვა. იტალიის ნაკრებში გადაინაცვლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა. "იუვენტუსთან" ერთად წაგებულ ჩემპიონთა ლიგის სამ და უეფას თასის ერთ ფინალს რაც შეეხება, მოგვიანებით მარჩელომ მარტივად განმარტა: "ერთადერთი ფინალი, რომელსაც გუნდი იდეალურ ვითარებაში შეხვდა, მოვიგეთ. დანარჩენ შემთხვევაში ფინალის წინ პრობლემები გვქონდა, ზოგჯერ საკადრო, ზოგჯერ ფიზიკური კონდიციების".

მთლიანობაში მარჩელო ლიპიმ „იუვენტუსში“ სრული შვიდი სეზონი ჩაატარა (მერვე სეზონის შუაში თავად გადადგა, 1999 წელს) და გუნდმა ევროთასებზე ხუთჯერ შეძლო ფინალში გასვლა, ამდენჯერვე კი იტალიის ჩემპიონი გახდა. და კიდევ, რაც ლიპის მაგიასთან აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, ის არის ალბათ ერთ-ერთი იშვიათი მწვრთნელი, რომელმაც უმაღლეს დონეზე მხოლოდ 12 წელი (1994-2006) იმუშავა და ამ მოკლე ხანაში ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო მოიგო, XX საუკუნის ბოლოსკენ კი ეპოქალური „იუვენტუსი“ ჩამოაყალიბა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11078
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X