ფეხბურთი

23:59 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფერგის" "მანჩესტერის" საუკეთესო XI

სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თითქმის სამი ათეული წელი იმუშავა და არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია. ამიტომაც, ძალიან ძნელია მისი ეპოქის სიმბოლური ნაკრების სიმბოლურად შედგენა.

მიუხედავდ ამისა, Sport Bible-მ ეს მისია საკუთარ თავზე აიღო და „ფერგის“ ყველა დროის „მანჩესტერის“ შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც რა თქმა უნდა, მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც ინგლისურ გრანდში ფერგიუსონს გაუწვრთნია.

მეკარე: პეტერ შმეიხელი (დანია)

მცველები: გარი ნევილი (ინგლისი), იააპსტამი (ნიდერლანდები), რიო ფერდინანდი (ინგლისი), პატრის ევრა (საფრანგეთი)

ნახევარმცველები: როი კინი (ირლანდია), პოლ სქოულზი (ინგლისი), რაიან გიგზი (უელსი)

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), უეინ რუნი (ინგლისი), ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

სათადარიგო შემადგენლობა: ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები), ნემანია ვიდიჩი (სერბეთი), მაიკლ კერიკი (ინგლისი), დევიდ ბექჰემი (ინგლისი), ენდი კოული (ინგლისი), რუუდ ვან ნისტელროი (ნიდერლანდები), რობინ ვან პერსი (ნიდერლანდები)

შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-2013 წლებში წვრთნიდა და კლუბს 38 ტიტული მოაგებინა.

0.111617