თამაშგარე

11:31 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიზ სოლარის საამო დაპირება

ერთ დროს მადრიდის “რეალში“ არცთუ ჩაუქად ბურთის მაგორებელი არგენტინელი ფეხბურთელი სანტიაგო სოლარი ყველას მიავიწყდა. სანტიაგოს მოდელი და თავაშვებული დაიკო ლიზ სოლარი კი კვლავინდებურად აბრუებს ბულვარული ამბების მიყვარულთ და ეს ჟამიანობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ლიზ სოლარი თავის ათეულათასობით მოტრფიალესა და ფანს სოციალური ქსელის საშუალებით დაჰპირდა, რომ სულ მალე განსაკუთრებულ სიურპრიზს შესათავაზებს. როგორც მავანნი ვარაუდობენ, ლიზიც გაიმეორებს სხვა მრავალი ცნობილი მოდელის მაგალითს, სოციალური ქსელების საშუალებით განსაკუთრებით თამამ ფოტოებს გამოფენს და ამ გზით ეცდება საკუთარ სახლებში შეკეტილი მამრნი გაახაროს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ თუკი აქამდე ლიზ სოლარი ფონს გასვლას და პოპულარობის მოხვეჭას მხოლოდ თავისი ეპატაჟური ბუნებითა და ქცევით ცდილობდა, გასული წლის დეკემბერში სარფიანი კონტრაქტი მასაც ეღირსა და ევროპაში სახელგანთქმულ სამოდელო სააგენოებთან უნდა ეთანამშრომლა. ცხადია დაკარგული ჯერ არაფერია. გადაივლის ეს პანდემია და...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174721