ფეხბურთი

21:39 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იუვენტუსის" გასახდელში რომ შევედი, თავი კანფეტების მაღაზიაში მეგონა"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა და იტალიურ გრანდში ბედნიერია. ნიდერლანდელმა ის მომენტიც საინტერესოდ გაიხსენა, როდესაც გასახდელში პირველად შევიდა.

„კრიშტიანუ რონალდუმ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს „იუვენტუსში“ გადასვლაში? არა, ეს არ ყოფილა მოტივი. მე ბევრი არჩევანი მქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის საუკეთესო არჩევანი იყო.

როდესაც პირველად „იუვენტუსის“ გასახდელში შევედი, თავი ბავშვი მეგონა, რომელიც კანფეტების მაღაზიაში იყო. იქ იყვნენ ბუფონი, რონალდუ. სხვებთან შედარებით გვიან მივედი გუნდში, ამიტომ, აზიის ტურნეში „ტოტენჰემთან“ თავიდანვე თამაში მომიწია, მზად არ ვიყავი და 20 წუთში სუნთქვა აღარ შემეძლო.

„იუვენტუსში“ ნდობა გამომიცხადეს, მითხრეს, რომ ზრდასრული ფეხბურთელი ვიყავი და ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი ზეწოლას. ჩემს შეცდომებზე როდესაც საუბრობენ, არ ვბრაზდები, პირიქით, მიყვარს ჩემს შეცდომებზე ხუმრობა“, - აღნიშნა დე ლიხტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114977