ფეხბურთი

10:22 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ევროპის ბომბარდირებში ბაჯოზე, ტოტიზე, ვან პერსიზე და სხვებზე წინ...
ევროპის საუკეთესო 50 გოლეადორი

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ამჟამინდელი მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ ბომბარდირებში და არაერთ ვარსკვლავს შორის მოხვდა.

მეტიც, ბევრ მათგანს უსწრებს კიდეც. ფრანგულმა გამოცემა Maxifoot-მა ევროპაში მოთამაშე საუკეთესო გოლეადორების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ის ფეხბურთელები შედიან, რომლებმაც თუნდაც ერთი გოლი 2000 წლის შემდეგ გაიტანეს (ბუნებრივია მანამდეც). გარდა ამისა, მთავარი საზომი გახლდათ, რომ კარიერის განმავლობაში გოლების რაოდენობის მინიმუმ 40% ევროპაში უნდა ყოფილიყო გატანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კონტინენტზე ნაჩვენები შედეგები არ განიხილებოდა.

ჩვენდა სასიხარულოდ, ნუსხაში შოთა არველაძეა. ქართველმა ფორვარდმა 1992-2008 წლებში ყველა ტურნირზე 343 გოლი გაიტანა (საშუალოდ თამაშში 0.56) მეტად საპატიო, 30-ე ადგილს იკავებს.

არველაძე არაერთ ცნობილ ფეხბურთელს უსწრებს, მაგალითად ალესანდრო დელ პიეროს (გოლების იგივე რაოდენობა აქვს, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი ქართველს უკეთესი გააჩნია), რობერტო ბაჯოს, ფრანჩესკო ტოტის, პედრო პაულეტას, რობინ ვან პერსის, გონსალო იგუაინს, კლაუდიო პიზაროს, ფილიპო ინძაგის, ლუკა ტონის, როი მაკაის, რონალდინიოს...

რაც შეეხება ლიდერებს, ცხადია, პირველობას ამ შემთხვევაშიც კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ეცილებიან. ლიდერი პორტუგალიელია, რომელიც მცირე უპირატესობას ფლობს. აღსანიშნავია, რომ მოწინავე ხუთეულში ყველა მოქმედი ფეხბურთელია - კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობერტ ლევანდოვსკი და ლუის სუარესი.

ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, საუკეთესო 50 ბომბარდირში, არველაძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია. ყველაზე მეტი მრავალფეროვნებით ბრაზილია (რივალდო, რონალდო, ლუიშ ფაბიანო, ნეიმარი, ჟარდელი, რონალდინიო) და ნიდერლანდები (კლაას იან ჰუნტელაარი, პიერ ვან ჰოიდონკი, რუუდ ვან ნისტელრო, რობინ ვან პერსი, როი მაკაი, დირკ კუიტი) გამოირჩევიან, რომლებიც 6-6 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი, ხოლო შემდეგ იტალია მოდის ხუთი ფეხბურთელით (ალესანდრო დელ პიერო, ლუკა ტონი, რობერტო ბაჯო, ფრანჩესკო ტოტი და ფილიპო ინძაგი).

შოთა არველაძეს საქართველოს ნაკრების გარდა, საკლუბო დონეზე, "დინამოს", "ტრაბზონსფორის", "აიაქსის", "რეინჯერსის", "ალკმაარისა" და "ლევანტეს" რიგებში უთამაშია.

ევროპის ისტორიაში 50 საუკეთესო ბომბარდირის სია ასეთია, რომელშიც მათი გოლების რაოდენობა, ერთ თამაშში საშუალო მაჩვენებელი და აქტიური კარიერის წლებია მითითებული:

0.141265