ფეხბურთი

23:06 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" ფეხბურთელების ხელფასები 10%-ით შემცირდა

მადრიდის „რეალში“ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ხელფასები 10%-ით შემცირდა. როგორც "სამეფო კლუბის" ვებგვერდი იტყობინება, მოლაპარაკებების შუამავალნი გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი და გენერალური მენეჯერი ხოსე ანხელ საჩესი იყვნენ.

Marca-ს ინფორმაციით კი, ამ გზით კლუბი 50 მილიონ ევროს დაზოგავს. აღსანიშნავია, რომ ხელფასები არ შეუმცირდებათ გუნდის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე არიან დასაქმებულნი, მხოლოდ ფეხბურთელებზე და სამწვრთნელო სტაფზე ვრცელდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ თუ სეზონი არ განახლდება, ხელფასები 10%-ის ნაცვლად, 20%-ით შემცირდება.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112117