ფეხბურთი

1:02 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო პერიოდი გადაიწევს

სატრანსფერო პერიოდი შეიცვლება. ამის შესახებ ფიფამ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა. ვინაიდან სეზონი შეჩერებულია, სატრანსფერო ფანჯარა გადაიწევს და ჩვეულ რეჟიმში არ გაიხსნება.

ფიფას ინფორმაციით, ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სეზონი დასრულდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ახალი სეზონი დაიწყება.

„ფიფა სატრანსფერო პერიოდის გადაადგილებას ისე მოახდენს, რომ სეზონის დასრულებისა და სეზონის დაწყებამდე განთავსდეს. ამავე დროს, ფიფა ეცდება უზრუნველყოს კოორდინაციის ზოგადი დონე. ამასთან, გვინდა, რომ ფეხბურთელებმა და კლუბებმა ერთად იმუშაონ და მიაღწიონ შეთანხმებას იმ პერიოდში, როდესაც ფეხბურთი შეჩერებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტები 30 ივნისს ეწურებათ, გუნდებში იქამდე დარჩენის შესაძლებლობა მიეცემათ, სანამ სეზონი არ დასრულდება.

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101656