ფეხბურთი

22:58 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "ფეხბურთელების ხელფასების შემცირებას აზრი არ აქვს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ხელფასების შემცირების წინააღმდეგია. გერმანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ქველმოქმედება საჭიროა, მაგრამ ასეთი ფორმით მას არავითარი აზრი არ აქვს.

„ჩემი აზრით, ხელფასები არ უნდა შეგვიმცირდეს, სწორია გაჭირვებულებზე დახმარება და არის სხვა მრავალი სიტუაცია, რომელშიც დახმარების გაწევა საჭიროა. ბევრი კლუბი დაზარალდება დაგეგმილი შემოსავლის არარსებობის გამო, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იქნება იძულებითი პაუზა. ხელფასების შემცირება ჰგავს არასაჭირო და არაფექტურ ქველმოქმედებას ან კლუბისთვის შემოწირულობის გაკეთებას“, - განაცხადა კროოსმა.

შეგახსენებთ, ევროპაში რამდენიმე გუნდში ხელფასები შეამცირეს, მათ შორის, „ბარსელონაში“, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონაში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125249