ფეხბურთი

22:56 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის ქართველი მეკარე საკუთარი სახსრებით ხელმოკლე ოჯახებს ეხმარება

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ აკადემიის მეკარე, ქართველი ლუკა მიქაია შესანიშნავი და მისაბაძი საქციელით გამოირჩა. როგორც ფეისბუქიდან შევტყვეთ, 18 წლის ჩვენებური თანაქალაქელებს მხარში უდგას და სურსათი ეხმარება.

მან სპეციალური თანხა გამოყო საკუთარი ბიუჯეტიდან და 10 ოჯახს, რომელსაც ყველაზე მეტად დახმარება სჭირდება, გვერდში დაუდგა.

აქვე გეტყვით, რომ მიქაია „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია და იმერულ გუნდთან ერთად საქართველოს სუპერთასი და თასი მოიგო. ამჟამად კი კარიერას კვიპროსში აგრძელებს, სადაც 2019 წლის აგვისტოში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110557