ფეხბურთი

23:12 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის ეფექტი: "ლივერპულმა" რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა

კორონავირუსმა უკვე ფეხბურთშიც დაიწყო ეფექტის აქტიურად ჩვენება. ეკონომიკური კრიზისის გამო „ლივერპულმა“ პერსონალის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

„ჩვენი პრიორიტეტი თავიდანვე ფეხბურთელების, პერსონალის, გულშემატკივრებსა და ადგილობრივი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ყურადღების გამახვილება იყო. კლუბმა მიიღო ვალდებულება, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად სრულყოფილად შეასრულოს თავისი დანიშნულება. ჩვენი კლუბის რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლებულია, მაგრამ მათი გასამრჯელოს ანაზღაურება 100%-ით მოხდება. გარდა ამისა, უმოქმედობის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელფასების შემცირებაზე, ეს რთული და გრძელი პროცესია’“, - ნათქვამია განცხადებაში.

სინამდვილეში, ხსენებული 100%-იდან 80% სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო „ლივერპული“ მხოლოდ 20%-ს გაიღებს.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10003