ფეხბურთი

16:35 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაკამ რონალდუს და მესის შორის საუკეთესო დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა. სამხრეთ ამერიკელის აზრით, პორტუგალიელი ნამდვილი მანქანაა, მაგრამ არგენტინელი - გენიოსია.

„კრიშტიანუსთან ერთად ვითამაე და ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მესი უნდა ავირჩიო. მესი გენიაა, ნამდვილი ტალანტი, საოცარ სტილში თამაშობს, რონალდუ კი მანქანაა. ის არამხოლოდ სწრაფი და ძლიერია, არამედ უძლიერესი მენტალიტეტიც გააჩნია. მას ყოველთვის გამარჯვება და საუკეთესოობა სურს.

ფეხბურთის ისტორიაში მესი და რონალდუ ნამდვილად შედიან ხუთ საუკეთესოში, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მათ თამაშს ვუყურებთ“, - აღნიშნა მესიმ Fifa-ს არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდო და კაკა მადრიდის „რეალში“ 2009-2013 წლებში თამაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114616