ფეხბურთი

14:54 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა აგვისტოში გაიმართოს

კორონავირუსის პანდემიამ ფეხბურთზეც დიდი გავლენა მოახდინა და ამ დრომდე უცნობია, როდის და რა ფორმატით განახლდება 2019-2020 წლების სეზონი.

უეფამ პრიორიტეტად შიდა ჩემპიონატების დასრულება დაასახელა. ამისთვის სავარაუდო თარიღიც გამოაქვეყნა - 3 აგვისტოს.

სწორედ ამ ვანდებში უნდა მოხდეს საფეხბურთო ჩემპიონატების დასრულება და შემდეგ უკვე ევროტურნირები გაგრძელდება. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას 15 აგვისტოს გეგმავს.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, უეფა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, „ოთხთა ფინალის“ ჩატარებასაც.

0.114014