სხვა

11:18 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022 გადავადებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს დააკვირდება

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შეისწავლის, თუ რა გავლენას იქონიებს ასპარეზობებზე 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. ამასთან, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, პეკინი-2022 უფრო აძლიერებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) თანამშრომლობას.

„გვჯერა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და პეკინის ზამთრის თამაშები წარმატებული იქნება," - ნათქვამია პეკინი-2022-ის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2022 წლის 4-20 თებერვალს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118074