ფეხბურთი

22:47 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ცვლილებით და VAR-ის გარეშე: გეგმა პრემიერლიგის სეზონის დასასრულებლად

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბედი ჯერაც გაურკვეველია და ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, როგორ გაგარძელონ და საბოლოოდ დაასრულონ გათამაშება. Mirror-ის ინფორმაციით, განიხილება ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც დარჩენილი 92 მატჩის ჩატარებას ხელს შეუწყობს.

პრემიერლიგის ოცივე გუნდი ქვეყნის ერთ კონკრეტულ მხარეში მოიყრიან თავს და იზოლირებულ სასტუმროში იცხოვრებენ. გარდა ამისა, დარჩენილი ტურები VAR-ის გარეშე გაგრძელდება, რადგან ვიდეორეფერის ოთახში თითქმის შეუძლებელია კოროანვირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების დაცვა და დისტანციის დაცვა.

ამასთან, პრემიერლიგის ხელმძღვანელები განიხილავენ, რომ სეზონის ბოლომდე გუნდებს თამაშის მიმდინარეობისას სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების უფლება მისცეს, რაც მჭიდრო კალენდრის დროს ფეხბურთელების ნაკლებ დაღლილობას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და „ლივერპული“ გთამაშებას 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113125