ფეხბურთი

18:11 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი გოიო ბენიტო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.

გოიოს თეთრი მაისური 1969-1982 წლებში ემოსა და 420 შეხვედრა ჩაატარა. ესპანელმა „რეალის“ რიგებში 11 ტიტული და მათ შორის ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ ბენიტომ თითქმის მთელი კარიერა "ბლანკოსში" გაატარა და მხოლოდ კარიერის საწყის ეტაპზე, 1966-1968 წლებში "რიო ვალეკანოში" თამაშობდა.

"გოიო ბენტო ყოველთვის იყო ჩვენი კლუბის ფასეულობების მაგალითი. მადრიდის "რეალის" მაისური ცამეტი სეზონის განმავლობაში ეცვა", - წერს "რეალის" ვებგვერდი.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი 1971-1978 წლებში 22 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110825