ფეხბურთი

14:39 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მაისურის ტარება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე "ინტერის" - იტალიელი მწვრთნელის მოსაზრება

იტალიელმა სპეციალისტმა ალბერტო ძაკერონიმ, რომელსაც „მილანსა“ და „ინტერში“ უმუშავია, ამ ორ გუნდს შორის უფრო მნიშვნელოვანი დაასახელა.

ძაკერონი მიიჩნევს, რომ „მილანის“ მაისურის ტარება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე - „ინტერის“.

„მილანში“ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს გამოცდილი მოთამაშეებიც სჭირდებათ. კლუბმა ყველაფერი კარგად უნდა აუხსნას გულშემატკივრებს, რომლებიც როგორც ჩანს ძალიან მომთმენნი არიან.

„მილანის“ მაისური უფრო მეტად ფასეულია, ვიდრე „ინტერის“. ფეხბურთელებს ზეწოლის გამო მოედანზე გასვლაც უჭირდათ და ახლა წარმომიდგენია ახალგაზრდა ფეხბურთელები როგორ არიან“, - განაცხადა ძაკერონიმ.

შეგახსენებთ, რომ ალბერტო ძაკერონიმ „მილანს“ 1999 წელს სკუდეტო მოაგებინა, ხოლო 2003-2004 წლების სეზონში „ინტერში“ იმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115136