ფეხბურთი

11:38 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "იუვენტუსში" სამჯერ მხოლოდ მარცხენა ფეხით ვითამაშე"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ ტურინის „იუვენტუსში“ გატარებული პირველი სეზონი გაიხსენა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, სამი თამაში ისე ჩაატარა, რომ მხოლოდ მარცხენა ფეხს იყენებდა.

„როდესაც „იუვენტუსში“ ვიყავი, სამი თამაში ცალი ფეხით, მარცხენა ფეხით ვითამაშე, რადგან მეორეზე მუხლის პრობლემა მქონდა. „ლეჩესთან“, „ნოვარასთან“ და „ნაპოლისთან“ მხოლოდ მარცხენა ფეხს ვიყენებდი. საუკეთესო გოლი „იუვენტუსში“? ტურინულ დერბიში ბოლო წუთზე გატანილი გოლი ყველაზე დასამახსოვრებელია“, - თქვა კონტემ JTV-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში 164 თამაშში 19 გოლი გაიტანა. მანამდე კი დიდი კვალი „მილანში“ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114264