ფეხბურთი

23:32 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი": -12 ფეხბურთელი

მადრიდის „რეალში“ ზაფხულში დიდი საკადრო წმენდაა მოსალოდნელი. As-ის ინფორმაციით, ამას ხელს კორონავირუსის გამო წარმოქმნილი ფინანსური სირთულეებიც შეუწყობს.

„რეალს“ 37 ფეხბურთელი ჰყავს განკარგულებაში (11 განათხოვრებულია) და 12 მოთამაშესთან შელევა მოუწევს.

As-ი გვარებსას ასაჯაროვებს: ლუკა მოდრიჩი, მარსელი, ფერლან მენდი, გარეთ ბეილი, ხესუს ვალეხო, დანი სებალიოსი, ლუკას ვასკესი და ხამეს როდრიგესი ზაფხულში წყაროს ვარაუდით გუნდს დატოვებენ. ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა რამდენიმე ფეხბურთელის საკითხი, მათ შორის არიან ლუკა ზიდანი, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი.

თავის მხრივ, ესპანური გამოცემა იმ ფეხბურთელებზეც წერს, რომლებიც კლუბის იჯარის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდებიან და მადრიდში დარჩებიან - აჩრაფ ჰაკიმი, მარტინ ედეგორი. კლუბი ასევე აპირებს როდრიგოს, რეინიერისა და ვინისიუსის შენარჩუნებას.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121199