ფეხბურთი

16:44 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები PES 2020-ში გალიდერდა

საქართველოს კიბერ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე Pes 2020-ში მეორე წრის პირველი მატჩი გამართა და ბელარუსის ნაკრები 4:2 დაამარცხა.

ალექსანდრე მომოტოვისა და გირგი საკანდელიძის დუეტი ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქის დამარცხება მოახერხა და ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე ქართველების მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის, ლიეტუვას, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებო არიან, საქართველოს კი დარჩენილი შეხვედრების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს.

0.114149