სხვა

17:02 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი ცნობილია. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იტყობინება, ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

IOC-ის ვიდეოკონფერენციაზე აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს და ის სამ მოტივს ეფუძნება:

1. სპორტსმენებისა და ყველა ჩართული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და COVID-19-ის ვირუსის შეკავების მხარდაჭერა.

2. სპორტსმენებისა და ოლიმპიური სპორტის სახეობების ინტერესების დაცვა.

3. გლობალური საერთაშორისო სპორტული კალენდარი.

აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიური თამაშები სახელს არ შეიცვლის და ტოკიო 2020-ის სახელით დარჩება ისტორიაში. პარალიმპიური თამაშები კი ასევე 2021 წელს, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.

თეგებიტოკიო 2020
0.118822