ფეხბურთი

16:35 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ფეხბურთელებმა ხელფასის 70% დაიკლეს: ინფორმაცია კლუბზე ადრე მესიმ გაავრცელა

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ხელფასის 70% დაიკლეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ გაასაჯაროვა.

„მინდა განვმარტო, რომ ჩვენი სურვილი იყო ხელფასების შემცირება, რადგან გვესმის, რომ ეს არის განსაკუთრებული სიტუაცია. ჩვენ ვართ პირველი, ვინც კლუბს დაეხმარება, როდესაც ეს საჭირო გახდება.

ჩვენი მხრიდან დადგა დრო, რომ გამოვაცხადოთ ჩვენი ხელფასის 70%-ით შემცირება, ასევე გამოვყოფთ სპეციალურ შენატანებს, რათა კლუბის თანამშრომლებს თავიანთი ხელფაის 100%-ით აღებაში დავეხმაროთ, სანამ ეს სიტუაცია გაგრძელდება“, - დაწერა მესიმ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბევრი კლუბი ფინანსური კრიზისის საშიშროების წინაშე დადგა. „ბარსელონამდე“ ხელფასები „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ მოთამაშეებმაც დაიკლეს.

0.107999