ფეხბურთი

18:52 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო სატრანსფერო ბაზარი NBA-ს სტილში

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი საინტერესო პროგნოზს აკეთებს. იტალიელის განცხადებით, კორონავირუსის გამო ფეხბურთში სატრანსფერო პოლიტიკა შეიცვლება და NBA-ს სტილს დაემსგავსება.

„ბევრი გაცვლა იქნება, საფეხბურთო სიტუაცია NBA-ს დაემსგავსება. ალბათ რამდენიმე გუნდი ამ სიტუაციით იხეირებს, მაგალითად გერმანიაში, სადაც გუნდების ფინანსური მდგომარეობა უფრო მეტად მყარია.

ფასები უფრო დაბალი იქნება და გადახდის მეთოდიც შეიცვლება, რამდენიმე წელზე გაიწერება, სანამ მსოფლიო ეკონომიკა დალაგდება. ბევრი გაცვლა და ნაკლები ფულის ხარჯვა იქნება. მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ივლის-იანვარში იყოს გახსნილი, - თქვა პარატიჩიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118359