ფეხბურთი

12:49 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა სატრანსფერო ფანჯრის 2020 წლის ბოლომდე გახსნას გეგმავს

მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო ფეხბურთსაც დიდი დარტყმა მიადგა და როგორი იქნება უახლოესი მომავალი, ჯერჯერობით უცნობია. ფიფა არსებულ ვითარებაში გამოსავალს ეძებს და შესაძლოა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც მიიღოს.

როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყება მზადაა სატრანსფერო პერიოდი 2020 წლის ბოლმდე ღია დატოვოს.

აქამდე ყოველთვის შეზღუდული ვადები იყო, მაგრამ ფიფაში ფიქრობენ, რომ თავისუფალი სატრანსფერო ფანჯარა ხელს შეუწყობს კლუბების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას, რომელსაც გამოწვეული პაუზით დიდი დარტყმა მიადგა.

თეგებიფიფა
0.107811