ფეხბურთი

10:44 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის სპორტის მინისტრი: "მაისის დასაწყისში სეზონის განახლება ფიქრი მეტისმეტი ოპტიმიზმია"

იტალიის სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფორას ეჭვი ეპარება, რომ სეზონი, რომელიც შეჩერებულია, მაისის დასაწყისში მაინც განახლდეს. სპადაფორამ უშუალოდ იტალიურ ფეხბურთზე გააკეთა კომენტარი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, შეგვიძლია ზოგადი კუთხითაც შევხედოთ.

„პროგნოზი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ სპორტული ღონისძიებების განახლებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში შევძლებთ, მიმაჩნია, რომ მეტისმეტად ოპტიმისტურია. ძალიან მეეჭვება, რომ ჩემპიონატი 3 მაისს განახლდეს.

სამწუხაროდ ვირუსი მუდმივად ვითარდება და თვითონ მეცნიერებსაც არ აქვთ გარკვეული ინფორმაცია მისი ევოლუციის შესახებ. ამიტომ, ვფიქრობ, სეზონი მაისის დასაწყისშიც ვერ განახლდება“, - თქვა სპადაფორამ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება დაუდგენელი ვადით შეწყვეტილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110913