ფეხბურთი

16:25 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის რვა კლუბი "სიტის" ევროთასებიდან მოხსნას ითხოვს

ინგლისის პრემიერლიგის რვა გუნდი ევრთასებიდან „მანჩესტერ სიტის“ მოხსნის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მომხრეა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, „ლივერპული“, „ლესტერი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვულვზი“, „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ბარნლი“ პეპ გვარდიოლას გუნდისთვის სასჯელის მოხსნის შესაძლებლობას არ ეთანხმებიან. რვავე კლუბმა CAS-ს (სპორტულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს) წერილი გაუგზავნეს და მოითხოვენ, რომ უეფას მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვონ.

კლუბების პროტესტი იმაში მდგომარეობს, რომ კორონავირუსის გამო შესაძლოა „სიტის“ საქმის განხილვა და შესაბამისად, სასჯელიც გადაიდოს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი ინგლისური გუნდები მიიჩნევენ, რომ „ქალაქელები“ ისევ დაუსჯელნი დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის უეფამ "მანჩესტერ სიტი" ევროტურნირებიდან ორი წლით მოკვეთა, თუმცა გუნდმა გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.

0.133896