ფეხბურთი

15:48 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელნა“ ვარჯიშების განახლებას 27 აპრილიდან გეგმავს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ აპრილის ბოლო ყველაზე მისაღები დროა საწვრთნელი პროცესის განახლებისთვის. ვარჯიშების დაწყებას ისინი 27 აპრილიდან გეგმავენ - გვამცნობს AS.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა, ამას წინათ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მინიმუმ 13 აპრილამდე გაგრძელდება. „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელი ფორმას საშინაო პირობებში ინარჩუნებს და ყოვედღიურად ესაუბრება მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს, მაგრამ სრულფასოვანი გუნდური მუშაობის გარეშე, ფიზიკური ფორმის სათანადოდ შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119909