რაგბი

13:25 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატებში პაუზა გახანგრძლივდება

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით მოქმედი ყველა შეჯიბრი, როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდების მონაწილეობით, მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ განახლდება.

მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, საშეჯიბრო კომიტეტმა ჯერ ჭაბუკთა ლიგების და ფესტივალების, ხოლო მოგვიანებით ყველა ლიგის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვა 1 აპრილამდე მოქმედებდა, თუმცა ეპიდემიის გავრცელების ფონზე, ეს ვადა მინიმუმ ორი კვირით გახანგრძლივდება.

„ყველა პროგნოზით ეპიდემია პიკს აპრილში მიაღწევს და შესაბამისად, ჩემპიონატებში მორატორიუმი მინიმუმ ორი კვირით გახანგრძლივდება. რა იქნება შემდგომში, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. განვიხილავთ ჩემპიონატების განსხვავებული სისტემით განახლების შესაძლებლობას. მთავარია ეპიდემია დასრულდეს და ამ საკითხზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ“ – განაცხადა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

0.146312