ფეხბურთი

22:38 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ევრო 2020-ს სახელს არ შეუცვლის

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2021 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატი ევრო 2020-ის სახელით ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

უეფამ 17 მარტს ვიდეოკონფერენციის დროს ევრო 2020 ერთი წლით გადადო. 2021 წელს სანაკრებო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2020 წელს გასამართი ქალთა და კაცთა ყველა შეჯიბრება გადადო, მათ შორის საქართველოს და ბელარუსს შორის გასამართი ევრო 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრა.

თეგებიუეფა
0.133612