ფეხბურთი

23:04 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ფინანსური ფეირ პლეის რეგულაციებს გადახედავს

კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ევრუტურნირები შეწყვიტა და საფეხბურთო ჩემპიონატებიც დროებით შეწყდა. ბევრ კლუბს მიმდინარე სეზონში ფინანსური პრობლემები შეექმნება, რადგან მატჩები არ ტარდება, ამ საკითხთან დაკავშირებით კი უეფამ ნიონში ფინანსური ფეირ პლეის რეგულაციების გადახედვა უკვე დაიწყო. ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, უეფას მესვეურები ფინანსური დანაკარგის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობენ. ფინანსური ფეირ პლეის რეგულაციებით, სეზონში კლუბის დანაკარგი 30 მილიონ ევროს არ უნდა სცდებოდეს, თუმცა კორონავირუსის გავრცელებით მიღებულმა ზიანმა შესაძლოა კლუბებს დიდი ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის კლუბებს.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125356