ფეხბურთი

22:13 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ჩემპიონატი 30 აპრილამდე შეწყდა

შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მაშტაბით პრემიერშიპთან ერთად ყველა საფეხბურთო ლიგა 30 აპრილამდე შეწყდა. ასევე, შოტლანდიაში საერთო სამოქმედო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა ლიგის და ასოციაციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ და კორონავირუსის გავრცელებას მონიტორინგს გაუწევენ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ ჩემპიონატების განახლების თარიღს.

მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები ფაქტობრივად ყველგანაა შეწყვეტილი, გამონაკლისები არსებობს, მათ შორის ევროპაში ბელარუსის ჩემპიონატი ამ კვირაში დაიწყო, ხოლო ავსტრალიაში ქვეყნის ჩემპიონაი კვლავ მიმდინარეობს. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ჩემპიონატი შეწყვიტა თურქეთია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111791