ფეხბურთი

18:24 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი პსჟ-ს ბრაზილიაში გაექცა და პასუხს აყოვნებს

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენსა“ და ნეიმარს შორის ურთიერთობა ისევ დაულაგებელია. ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზიდან კორონავირუსს გაექცა და სამშობლოში, მანგარატიბაში საკუთარ ვილაში იმყოფება.

ამავდროულად, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ჯერ კიდევ ელოდება ნეიმარის პასუხს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2022 წელს იწურება.

Le10Sport-ის ინფორმაციით, კლუბმა ნეიმარს წინადადება ჯერ კიდევ ოქტომბერ-ნოემბერში წარუდგინა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელი დღემდე შეუვალია და პასუხს აყოვნებს.

მიზეზი „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილია, სადაც 2013-2017 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელი ვარსკვლავი დამდგე ზაფხულს დიდი იმედით ელოდება და იმედოვნებს, რომ კატალონელები ტრანსფერზე გააქტიურდებიან.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101889