ფეხბურთი

17:22 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი ვირუსოლოგი: „2020 წელს ფეხბურთს შეგვიძლია დავემშვიდობოთ“

ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის პროფესორის, ვირუსოლოგი იონას შმიდტ-შანაზიტის აზრით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლეულს სპორტული ღონისძიებების განახლება ნაკლებ სავარაუდოა.

„ფეხბურთი წლეულს? შეგიძლიათ დაემშვიდობოთ. არარეალურია იმის ვარაუდი, რომ სეზონი შეიძლება ჩამთავრდეს. ხომ ხედავთ, რა ვითარებაა ევროპაში და რა იქნება კიდევ, არავინ იცის.

თუ ვირუსი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მატჩების ჩატარება შესაძლებელი გახდება. უმაყურებლოდაც რომ ითამაშონ, ხალხი მაინც შეიკრიბება ფეხბურთის ერთად საყურებლად, რაც ძალიან სახიფათოა.

ახლა მთავარია, ვირუსს ეფექტურად ვებრძოლოთ, სპორტული ღონისძიებების დაბრუნებას კი გაისიდან უდა ველოდოთ.“ - ციტირებს შმიდტ-შანაზიტის სიტყვებს ndr.de.

0.110833