კალათბურთი

12:57 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

#დარჩისახლში – ესპანური ბასკონიადან დაბრუნებული კალათბურთელების მოწოდება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კორპორაცია “სასკი ბასკონიას” თანამშრომლობის ფარგლებში ესპანეთში მყოფი ქართველი კალათბურთელები ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დაბრუნდნენ.

ბოლო წლებში “ბასკონიაში” მყოფი ახალგაზრდები- გუგა ნაცვლიშვილი, ვატო გაჩეჩილაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ჭიჭინაძე, სანდრო კასაბური და გეგა წულაია კალათბურთის ფედერაციის უზრუნველყოფით საქართველოში დროულად დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მოზარდი კალათბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მიუხედავად ოჯახის წევრებთან ხანგრძლივი განშორებისა, მკაცრად იცავენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილ თვითიზოლაციის წესებსა და რეგულაციებს.

ახალგაზრდა კალათბურთელები საკუთარ მაგალითზე სპორტისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცვისა და საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში ყოფნისკენ.

GBF.GE

0.131023