ფეხბურთი

23:20 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

35 წლის ინგლისელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ბირმინგემის „ასტონ ვილასა“ და „კარდიფ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი პეტერ უიტინგემი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას პრემიერლიგის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

უიტინგემი 7 მარტს კარდიფის ბარში დაცემის შედეგად თავში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა. 12 დღის შემდეგ კი მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

პეტერ უიტინგემს „ასტონ ვილაში“, „ბარნლიში“, „დერბიში“ და „ბლექბერნში“ უთამაშია, ხოლო 2007-2017 წლებში „კარდიფ სიტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109095