ფეხბურთი

18:42 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იოვიჩმა თვითიზოლაცია შეყვარებულის დაბადების დღის გამო დაარღვია

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა თვითიზოლაცია დაარღვია და სერბეთში შეყვარებულის, სოფია მილოშევიჩის დაბადების დღეზე ჩავიდა.

შედეგად, სერბეთის პოლიციამ იოვიჩის წინაარმდეგ საქმის წარმოება დაიწყო და ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა.

ცნობას ადასტურებს სერბეთის პრემიერმინისტრი ანა ბრნაბიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ თვითიზოლაციის წესები რამდენიმე სპორტსმენმა დაარღვია და სასამართლოს წინაშე მოუწევთ პასუხების გაცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113076