ფეხბურთი

16:23 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმამ კარიერა, შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს

იტალიური „მილანის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, კარიერა, შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

გამოცემის მტკიცებით, 21 წლის მეკარით „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „მანჩესტერ სიტი“ და „ევერტონი“ ყოფილან დაინტერესებული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დონარუმას საკუთარ რიგებში ხილვა „იუვენტუსსა“ და „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურდათ.

Transfermarkt.com-ის შეფასებით, დონარუმას სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

დონარუმა „მილანის“ აღზრდილია და მისი მოქმედი კონტრაქტი ლომბარდიულ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. „მილანის“ პირველ გუნდში ის 2015 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111462