ფეხბურთი

2:08 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" იტალიელები გაამხნევა: "ყველაფერი კარგად იქნება, სტამბოლის შემდეგ ათენია"

იტალიური „მილანი“ მიმდინარე მოვლენებს ინსტაგრამში გამოეხმაურა და თანამემამულეები, შესაძლოა უფრო მეტად მილანისტები გამხნევა.

„როსონერიმ“ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა ამშვენებს: „ყველაფერი კარგად იქნება. სტამბოლის შემდეგ ათენია“.

შეგახსენებთ, „მილანმა“ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში „ლივერპულთან“ დრამატულ ბრძოლაში წააგო, ხოლო ორი წლის შემდეგ იმავე „ლივერპულთან“ რევანში ათენში აიღო.

0.111273