ფეხბურთი

18:45 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი იტალიური საავადმყოფოებისთვის შემოწირულობების შეგროვებას იწყებს

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თანხის შეგროვებას იწყებს, რათა იტალიურ კლინიკებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

„იტალიამ ძალიან ბევრი მომცა და ამ დრამატულ მომენტში მინდა ორმაგად დავუბრუნო სიკეთე ქვეყანას, რომელიც მიყვარს. გადავწყვიტე, თანხა შევაგროვო საავადმყოფოებისთვის და ამისათვის მთელი ჩემი საკომუნიკაციო შესაძლებლობები გამოვიყენო მთელს მსოფლიოში. ეს სერიოზული პრობლემაა და კონკრეტული დახმარება დაგვჭირდება.

ჩემი კოლეგების ხელგაშლილობის იმედი მაქვს. ყველა პროფესიონალი სპორტსმენის, რომელთაც შეძლებისდაგვარად, გონიერი შენატანი შეუძლიათ გაიღონ.

ერთდ ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავეხმაროთ საავადმყოფოებს, ექიმებს, ექთნებს, რომლებიც ადამიანების გადასარჩენად მუხლჩაუხრელად მუშაობენ ყოველდღე. ამიტომ, დღეს ჩვენ მათი გულშემატკივრები ვართ!

მოდით, ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი. იცოდეთ: თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის მის დასამარცხებლად.“ - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118175