ფეხბურთი

15:22 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში შესაძლოა ორი სეზონის შედეგები შეაჯამონ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა არ გამორიცხავს, რომ სერია A-ს შედეგები მიმდინარე და დამდეგი სეზონების მიხედვით შეაჯამონ. კორონავირუსის გამო აპენინზე საფეხბურთო ჩემპიონატს რა ბედი ეწევა, ჯერ დაზუსტებით არავინ იცის.

„არაფერს გამოვრიცხავ, დღეს ვერავინ იტყვის როგორი იქნება ჩვენი მომავალი ამ კონდიციების გათვალისწინებით. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემპიონატის შედეგები ორი სეზონის (ამ სეზონის და დამდეგი სეზონის) ჯამით დაითვალოს. ცუდია ამაზე საუბარი რომ მიწევს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხს იმედი მივცეთ“, - თქვა გრავინამ.

შეგახსენებთ, რომ სერია A 3 აპრილამდეა შეჩერებული, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, რომ დათქმულ ვადებში მისი განახლება მოხერხდეს.

0.121333