ფეხბურთი

20:23 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მზადაა იოვიჩი „ნაპოლიში“ გაუშვას

მადრიდის „რეალი“ მზადაა მომავალ ზაფხულს ლუკა იოვიჩი გაყიდოს - გვამცნობს Don Balon.

გამოცემის მტკიცებით, „ნაპოლიმ“ უკვე მიმართა „სამეფო კლუბს“ სერბი თავდამსხმელის თაობაზე.

იოვიჩი „რეალში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და როგორც ჩანს, მალე კლუბს დატოვებს.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში იოვიჩმა 24 მატჩში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა. გასულ სეზონში კი 10 გოლით ევროპა ლიგის მეორე ბომბარდირი გახდა, ჩელსელი ოლივიე ჟირუს შემდეგ (11 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101933